ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში, აფრინის რაიონში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით, თავშეკავება გამოიჩინოს.
მსხვილი საერთაშორისო კომპანია Lulu Group-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პოტენციურ საინვესტიციო პროექტებსა და საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის მმართველმა დირექტორმა, ედიიბ აჰამედმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 იანვარი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0223 პუნქტით გამყარდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მეწყერის შედეგად დაზიანებული ცენტრალური გზის აღდგენა მიმდინარეობს. აღდგენით სამუშაოებს ცაგერის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და მერის მოადგილე დავით გვიშიანი გაეცნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი გიუნტერ ბეხლერი მიიღო.
პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა და JSW Group-ის თავმჯდომარემ, საჯან ჯინდალმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია წყალტუბოს მერს გრიგოლ იოსელიანს, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან და მუნიციპალიტეტში მოქმედ მეწარმეებთან ერთად, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, მარეხი კანკაძემ წარმოუდგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობი გიორგი გიორგანაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავეს.
საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მომსახურების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Wipro საქართველოში მსხვილი სერვისცენტრის შექმნით არის დაინტერესებული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) დამნაშავედ სცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მსახიობი დარბაზშივე დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.