ალასკის სამხრეთ-აღმოსავლეთით 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი, ქალაქ კოდიაკიდან 280 კილომეტრის დაშორებით, 20 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

სრულად...

მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან მიმართებაში თიანეთის საკრებულომ პრინციპული დამოკიდებულება გამოავლინა, აღნიშნულია დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებაში, რომელიც მისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

სრულად...

„ჯაველინების სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველოში „ჯაველინების“ სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული“  განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

სრულად...

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა, ვისაც შეხება ჰქონდა ადამიანთან, ვისაც ტუბერკულოზი დაუდგინდა, უნდა გაიაროს შემოწმება.

სრულად...

ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 14 დაშავდა იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჩამოწოლილი ზვავის გამო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...

ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლას, შსს-ს რეფორმირებას ფასი არ ექნება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად შექმნილი დანაყოფის – ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციისას.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა განაახლა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვით, დროებითი სამთავრობო დაფინანსება 2018 წლის 8 თებერვლამდე გაგრძელდება. 

სრულად...

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში აფეთქებისას დაშავებული შუახნის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მამაკაცი ხაშურის საავადმყოფოდან წუხელ თბილისში, ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.

სრულად...

ვაშინგტონი მზად არის, თურქეთს სირიის საზღვართან, სადაც ახლა სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, „უსაფრთხო ზონის“ შექმნა შესთავაზოს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა პარიზში ვიზიტის დროს.

სრულად...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს, თბილისში, დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი