პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ნაბადის უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მალხაზ ფოჩხუასთან ერთად, ჯიქიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის განვითარების საკუთარ ხედვებსა და შემუშავებულ პროგრამაზე ისაუბრა.
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ნაჭყებიამ, დაცვის მხარის შუამდგომლობა მერიის ყოფილი თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
თბილისში, გლდანში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი" ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საკონსტიტუციო დოკუმენტის იმ ვარიანტის შესახებ ისაუბრა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის კომიტეტის წევრებს, რომლებიც საქართველოში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებიან, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისუფალი-სავაჭრო ხელშეკრულებით სარგებლობის სიკეთეებთან და უვიზო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ახალციხის ციხის კულტურული ღონისძიებების ცენტრში, მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ საღამოზე, ღვაწლმოსილი, დამსახურებული და საჯარო სკოლების მოქმედი პედაგოგები ქალაქის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ მიიწვია.
ასპინძის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან ცაბაძე დაბა ასპინძაში ვარძიის ქუჩისა და მიმდებარე დასახლების ამომრჩევლების ნაწილს შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დაბა აბასთუმნის, ობსერვატორიის, აღონილისა და არაზინდოს მოსახლეობას შეხვდა.
საქართველოში ვიზიტად ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები იმყოფებიან. დღეს PSC-ის ელჩები, ვოლტერ სტივენსის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.