საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსი ეწვია. გენერალ-ლეიტენანტის იონას ვიტაუტას ჟუკასის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გენერალურ შტაბში გაიმართა.
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საერთო საჯარისო ცენტრის რიგით 21-ე მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის სიტუაციური სწავლება გაიმართა. წვრთნაში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ერთი ასეული მონაწილეობდა.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრა.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა და 20-მდე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უმრავლესობის მომართვის საფუძველზე, პრეზიდენტი ვეტოში უცვლელად ასახავს უმრავლესობის წინადადებებს.
ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთის მეფის, სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ-საუდის რუსეთში ვიზიტს „ღირსშესანიშნავი მოვლენა“ უწოდა.
„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის მიერ დებატებში უკვე მეორედ გამოწვევას მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოეხმაურა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პლენარულ სხდომას დაესწრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც ვენეციის კომისიის წევრებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას გააცნობს და დოკუმენტის ირგვლივ გამართულ მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას.
ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ და მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
სხვადასხვა მრწამსის ადამიანები, ერთად ცხოვრობდნენ, ერთად აშენებდნენ ამ ქალაქს. ეს ასე იყო, ასეა და ასე გაგრძელდება მომავალშიც, „ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული გნაცხადება პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე სოფელ ზედა საქარის, ცხრაწყაროსა და კვალითის დასახლების მოსახლეობას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.