„დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისგან, რომელშიც უაღრესად დადებითად არის შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

სრულად...

ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ვადად 2019 წლის მარტი დაასახელა. როგორც BBC იუწყება, მას სურს აღნიშნულ პერიოდში გამოიყენოს ევროკავშირის ბაზარზე არსებული ხელმისაწვდომობა და პირობა დადო, რომ ბრიტანეთი გადაიხდის თავის „სამართლიან წილს“ ევროკავშირის ბიუჯეტში.

სრულად...

წაღვერის ტყეში ხანძარია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ცეცხლის კერა ნახანძრალი ტერიტორიის მიმდებარედ მდებარეობს.

სრულად...

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი გია იოსელიანი, რიონის თემში ამომრჩეველს შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატი მაკა ჭელიძე წარუდგინა.

სრულად...

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ჯონდო მდივნიშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების, აფენის, გვიმრიანისა და არეშფერანის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, კანადაში გაემგზავრა. ლევან იზორია ტორონტოში „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრება და საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილე დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს უგულშემატკივრებს.

სრულად...

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა აბაშის მუნიციპალიტეტში ლევან მაკალათიამ საარჩევნო კამპანია დაიწყო.

სრულად...

ოკუპირებულ სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით ხდება დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა, რაც მიზნად ისახავს ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას, ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

სრულად...

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე სოფელ მათხოჯის, ხიდისა და სუხჩას მოსახლეობას შეხვდა და მათ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიის კეთილმოწყობა დასრულდა. საექიმო ამბულატორია საქართველოს პარლამენტის წევრმა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი