პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატმა, არჩილ ხანდამაშვილმა სოფლების, გურჯაანის, ჭანდრის, ვეჯინისა და ძირკოკის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მერობის კანდიდატმა ასევე, გურჯაანში სათნოების სახლის ბენეფიციარები მოინახულა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოჩენილი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საშუალო საფეხურის არჩევითი საგანია, რომელიც მოსწავლეებს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრუქტურასა და ამოცანებს, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების თემებს გააცნობს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფლების, ნაფარეულის, ლაფანყურისა და სანიორეს ამომრჩეველს შეხვდა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი სოფელ გურგენიანისა და ნინიგორის მოსახლეობას შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატმა, ლადო ჯურხაძემ მაჟორიტარობის კანდიდატ ია სულუხიასთან ერთად, დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოს ცნობით, დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული გ.უ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის სიტყვიერი ომი საბავშვო ბაღში ბავშვებს შორის ბრძოლას შეადარა.
კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა მომავალ კვირას გაიმართება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.