საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა.
თბილისში სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე ჟანგბადის ავზი აფეთქდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
რუსეთის ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბორისოგლებსკის აეროდრომის სიახლოვეს სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი ЯК-130 ჩამოვარდა. ინფრომაციას „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქრთველოს“ მერობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში შოთა ნარეკლიშვილი სოფელ ნაფარეულში სასპორტო გაერთიანების პედაგოგებს, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შეხვდა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თერჯოლის მერობის კანდიდატი ბონდო სოფრომაძე მოსახლეობას თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ, იმერეთის გუბერნატორის 1-ლმა მოადგილემ გია დალაქიშვილმა წარუდგინეს.
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ პარასკევს დილის საათებში ლონდონის მეტროში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილის სახით 18 წლის ახალგაზრდა დააკავა. ამის შესახებ „სკოტლანდ იარდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მერობის კანდიდატი გოგი გოგილაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის, ხოლო 1981 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1985 წელს დაბადებული ლ.ტ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხე უმაღლეს დონემდე გაიზარდა მას შემდეგ რაც ლონდონის მეტროში პარასკევს ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ, „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტული აქტი განახორციელა.
დიახ, ხელისუფლებაში მოსვლის 5 წლის თავზე „ქართული ოცნებისგან“ აღარაფერი დარჩა, არც დეკლარირებული იდეალები, არც იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც გამოჭედა 2012 წლის გამარჯვება, არც ბიძინა ივანიშვილის „თვალუწვდენელი“ პოლიტიკური და პიროვნული რეიტინგი!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.