ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა.
ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „Agile Spirit 2017“-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე და საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე ისაუბრეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთში, დავით კლდიაშვილის 155 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. მწერლის იუბილის აღსანიშნავად დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში მწერლის თანასოფლელები, შთამომავლები და სოფლის ახალგაზრდობა შეიკრიბა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
ვლადიმერ პუტინმა მთავრობას 2018 წლის 1-ლი იანვრიდან რუსეთის შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის შრომითი ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ახლანდელი საარსებო მინიმუმის 71- 72%-დან 85%-მდე გაზრდის და 2019 წელს მინიმალური ხელფასის ოდენობის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების წინადადებით მიმართა.
სიღნაღში „სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი“ გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ავტობუსში ჩხრეკისას პასპორტი მოპარეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არტიომ შევჩენკოს თქმით, პოლიციამ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გუშინ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღძრა.
იმედი მაქვს, ეს ბატონი [მიხეილ სააკაშვილი] ისეთივე შეუპოვრობით შეიჭრება საქართველოში, როგორითაც უკრაინაში მოხვედრას ცდილობდა, აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.