საქართველოს შინაგან საქამეთა სამინისტროს „112"-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები, აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, „112"-ის დელეგაციის წევრები ნიუ-იორკის „911"-ის ქოლ-ცენტრს, ეწვივნენ და სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნენ.
თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. თურქული მედია იტყობინება, რომ შემთხვევა 10 სექტემბერს ტურისტულ ქალაქ დერმეში მოხდა. 51 წლის ქალბატონს ქუჩაში თავს დაესხნენ და ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენეს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა, რომლის მიხედვითაც ფხენიანის ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობები იზღუდება. შესაბამისი რეზოლუცია 2375 ნიუ იორკში ორშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს საათებში ერთსულოვნად მიიღეს.
თბილისში, ორთაჭალაში წუხელ მკვლელობა მოხდა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს „ტოიოტას" მარკის ჯიპში, რომელსაც ნატყვიარები ეტყობა.
ოფიციალური პირების და მუშახელის თქმით, ერაყის მთავრობას სამხრეთ მოსულში მდებარე ბანაკებში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილთა 1,300 ოჯახის წევრი ჰყავს დაკავებული.
შეიარაღებულმა მამაკაცმა დალასში შვიდი ადამიანი სახლში მოკლა, მოგვიანებით თავად დამნაშავე პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდირებული, ხოლო სროლების დროს დაჭრილი ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მხარი დაუჭირა მოსკოვის ინიციატივას უკრაინის ტერიტორიაზე, დონბასში მშვიდობისმყოფელების ინიციატივასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ აუცილებელია პროექტში ცვლილებები შევიდეს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულის მიზეზი ძაბვის ვარდნასთან დაკავშირებული ხარვეზი გახდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული სახელმწიფოს იმიჯი შეილახა იმ შთაბეჭდილების შექმნით, რომ საზოგადოებას არ შეუძლია შეთანხმება უმნიშვნელოვანეს საკითხზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.