მესტიის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვები ჩაატარა.
საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტისას მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სერჟ სარგსიანთან და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედვარდ ნალბანდიანთან გამართავს.
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით უკვე 18 მლნ-მდე ლარი მიიღეს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული მ.მ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ვენის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1963 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მომდინარე სანქციები და ზეწოლა „აბსოლუტურად უგუნურ ფაზაში“ შედის, მისი მიზანი ქვეყნის „სუვერენიტეტის და არსებობის უფლების სრული განადგურებაა“ და გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის „მთელი რიგი ისეთი მკაცრი ზომები მიღოს, რაც ადრე მათ [ამერიკელებს] არ უნახავთ“.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწემ ოლეგ სლობოდიანმა უკრაინულ სააგენტო „უნიანს“ განუცხადა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი.
რამდენიმე წუთის წინ სააკაშვილის მხარდამჭერებმა, რომლებიც „შეგინის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან უკრაინის მხარეს იმყოფებოდნენ, გაარღვიეს მესაზღვრეთა კორდონები, მივიდნენ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
მას შემდეგ რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთიდან უკრაინაში მატარებლით გადაადგილების საშუალება არ მიეცა, იგი უკრაინის საზღვარს ავტობუსით მიადგა. სასაზღვრო-გამშვები პუნქტი უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმებს აქვთ გადაკეტილი და იქ გადაადგილება ამ დროისთვის ყველასათვის შეზღუდულია.
ფლორიდის შტატს ქარიშხალი „ირმა“ უკვე თავს დაატყდა და შტატის სამხრეთით მდგომარეობა უარესდება. აშშ-ის მედიის ცნობით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შერიფის მოადგილე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.