შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში, თათბირი ჩაატარა, რომელზეც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, შერეულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაფასეს და ძალების გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავეს.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ილია ყუფარაძე ქალაქ ხონის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ და განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0086 პუნქტით გაუფასურდა.
შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.
კენიის უზენაესმა სასამართლომ გასული თვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა და ახალი არჩევნების 60 დღის განმავლობაში ჩატარების გადაწყვეტილების განაჩენი გამოაცხადა.
პროკურატურა ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცლებს.
თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია. შს სამინისტროს ცნობით, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა.
ახალციხეში როინ სუდაძის სახელობის თასზე ტურნირი მინიფეხბურთში დასრულდა. სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობას, ადგილობრივი ორგანიზაცია-დაწესებულებების და უბნების გუნდები იღებდნენ.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ხე–ტყით სარგებლობასთან დაკავშირებით სამუშაო სახის შეხვედრა გამართა. შეხვედრამ კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს, პოლკოვნიკ ჯეფ ჰარტმანსა და ელჩის მოადგილეს, ელიზაბეთ რუდს უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.