ჩრდილოეთ კორეაში მიწის მძლავრი რყევები გამოვლინდა, რამაც წარმოშვა ვარაუდები იმის შესახებ, რომ ქვეყანამ ექვსი ბირთვული გამოცდა მოაწყო.
ვაშინგტონში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენლობაში აშშ-ის სპეცსამსახურებმა ჩხრეკა დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მთა–თუშეთში, ყვარლის, თელავისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ოთხივე ლოკაციაზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქუთაისს და მთელ იმერეთს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, იმერეთის რეგიონის „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატების წარდგენისას გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები დაასახელა.
უკრაინის პარლამენტის წევრის, იური დერევიანკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს. დეპუტატის თქმით, პოლიციაში სააკაშვილის ძმისთვის ადმინისტრაციული დარღვევისა და ჯარიმის შესახებ პროტოკოლის და გარკვეულ პერიოდში უკრაინის დატოვების შესახებ დოკუმენტის გადაცემა სურდათ.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი კოხტას მთაზე ხეებს უკიდია.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1952 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, რუსეთის ფედერაციის მიერ დეპორტირებული მ.გ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა გერმანელ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მაშველებმა ტურისტი, რომელმაც თოთის მთაზე ფეხი დაიზიანა, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. როგორც GUARDIAN.GE-ს მესტიის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.