საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დედოფლისწყაროდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ-ში, სოფელი გამარჯვებადან 21 კმ-ში დაფიქსირდა.
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებმა ყურბან-ბაირამის დღესასწაული იზეიმეს. ყურბან-ბაირამის ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა ზურაბ ტარიელაძემ შეასრულა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამმინისტროს ცნობით, ამის შესახებ საუბარია ვიშეგრადის ოთხეულის დეკლარაციაში, რომელიც 31 აგვისტოს ბუდაპეშტში მიიღეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ ჰეროლდ როჯერსის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
თეთრი სახლი კონგრესს იმ ადამიანების გადაუდებელ დაფინანსებას სთხოვს, ვინც ქარიშხალმა „ჰარვიმ“ დააზარალა.
ვარშავის ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, იგი თბილისის ზოოპარკის საჭიროებებს შეისწავლის, რის შემდეგაც პოლონური მხარე თბილისს იმ ცხოველებსა და ფრინველებს გადმოსცემს, რომლებიც თბილისის ზოოპარკისთვის პირველ ეტაპზე იქნება აუცილებელი.
ბუდაპეშტში ვიზიტისაას, საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს შეხვდა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე, დღეს საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება. სხდომაზე მოსამართლე ბესიკ გიუნაშვილი განაჩენის გამოსტანად გავა, მანამდე კი, სასამართლოს დასკვნითი სიტყვით თავად ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე მიმართავს.
სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი გარდაცვლილის თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარია.
ამერიკის შეერთებული შტატები სან-ფრანცისკოში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს, ვაშინგტონსა და ნიუ იორკში საკონსულო ობიექტებს ხურავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.