2014-2017 წლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ასფალტისა და ბეტონის საფარი დაიგო ქალაქის შიდა ქუჩებზე, სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გამყარდა.
მცხეთიდან თბილისის შემოსასვლელში შსს-ს კრიმინალური პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
ზიმბაბვეს პირველი ლედი გრეის მუგაბე სამხრეთ აფრიკის სასამართლოში გამოცხადდება მას შემდეგ, რაც გავრცელებული ცნობებით, მან იოჰანესბურგის სასტუმროში 20 წლის მოდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ირანის პრეზიდენტმა გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ იმ შემთხვევაში თუკი შეერთებული შტატები რაიმე ახალ სანქციებს დაუწესებს, თეირანი „რამდენიმე საათში“ განაახლებს თავის ბირთვულ პროგრამას.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ე.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
3 აგვისტოს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მოხმდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში მდებარე ლანდშტულის ამერიკულ რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მოინახულა. მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის მიერ სპეციალური განცხადების გაკეთება სამშაბათს, 18:00 საათზე იგეგემება.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ე.ი. რუსთავში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.