სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ძე ინმა სამშაბათს განაცხადა, რომ სეულის თანხმობის გარეშე ჩრდილოეთ კორეის მიმართ სამხედრო ქმედებები ვერ განხორციელდება და მისი მთავრობა ყველა საშუალებით შეეცდება ომის თავიდან აცილებას.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გუამის მიმართულებით რაკეტების გაშვების გადაწყვეტილება გადადო და განაცხადა, რომ ცოტა უფრო ხანგრძლივად დააკვირდება შეერთებული შტატების ქმედებებს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ყველა საშუალებით შეეცდება ომის თავიდან არიდებას.
აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები 14 აგვისტოს ახალციხეშიც გაიხსენეს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქ ახალციხის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო.
საფრანგეთის დედაქალაქის, პარიზის აღმოსავლეთით მდებარე სოფელში, პიცერიაში ავტომანქანა შევარდა, რამაც 8 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანებები აქვს მიღებული რამდენიმე ადამიანს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სავარაუდოდ მასსა და „ავაკოვს“ შორის სატელეფონო საუბრის შესახებ კომენტირებისას თქვა, რომ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით „ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ, ამაზე მეტი, მე მგონი, ზედმეტად თავის მართლება გამოვა, მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რასიზმის წინააღმდეგ უმკაცრესად გაილაშქრა მას შემდეგ რაც ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში მომხდარი არეულობებისას შაბათს ერთ-ერთი პროტესტანტი დაიღუპა.
ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რომელიც მისი ნიუ ჯერსის გოლფის კლუბში ატარებდა შვებულებას, ორშაბათ დილით გამოაცხადა, რომ ვაშინგტონისაკენ მიემგზავრება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გამყარდა.
შიშობენ, რომ ასეულობით ადამიანია მოყოლილი მეწყერში სიერა ლეონეს დედაქალაქის სიახლოვეს. წითელი ჯვრის ინფორმაციით, დაღუპულია 312 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.