2018 წლის მეორე კვარტლიდან, სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება მასშტაბი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ ყოფილა, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით გააკეთა.
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტების, გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა.
პრემიერ მინისტრი გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარადგენს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ნაკურალეშის თემში გზის აღდგენა დასრულდა. ცაგერის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სამუშაოებზე 7 650 ლარი დაიხარჯა.
ხობში, სტარტი აიღო გოგი ბუკიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ნარდში. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში 54 მონარდე მონაწილეობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მადლობას უხდის მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრისას გმირობა გამოიჩინეს და უმოკლეს ვადაში, ურთულეს რელიეფზე ძალიან რთული სამუშაო შეასრულეს.
მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 სასროლეთზე კომბინირებული საბრძოლო სროლები გაიმართა. წვრთნების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიისას სულ სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი კი, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ორი დაშავებული კლინიკაში ამ დრომდე რჩება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქართულ რეგიონში, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გმობს და დაჟინებით მოუწოდებს მოსკოვს გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან და დაუბრუნდეს ომის წინანდელ პოზიციებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და ამავე დროს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება.
ვაშინგტონთან სიტყვიერი ომის გაძლიერების ფონზე ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მისი გეგმა, ოთხი რაკეტის შეერთებული შტატების ტერიტორიის, გუამის სიახლოვეს გაშვების შესახებ მალე იქნება მზად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.