საქართველოში ორდღიან ვიზიტად აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი იმყოფება. ამერიკელ გენერალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დახვდნენ და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უნდა შეაჩეროს ბირთვული პროგრამა და უარი თქვას იმ ნაბიჯებზე, „რომელიც დასასრულამდე მიიყვანს რეჟიმს და გამოიწვევს მისი ხალხის დაღუპვას“.
აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) გამთენიისას ვირჯინიაში, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარის, პოლ მანაფორტის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. ინფორმაციას შეერთებული შტატების მედია ავრცელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმებას მოითხოვს.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ელჩ იან კელის უფლისციხის რესტორან „გამარჯობაში” სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ამ რესტორნის შეფ-მზარეულის და ელჩის გაცნობის შესახებ წერს.
2014-2017 წლებში ხონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.
საფრანგეთის პოლიციამ ჯერ დაჭრა და შემდეგ კი დააპატიმრა ფრანგ ჯარისკაცებზე თავდამსხმელი მამაკაცი, რომელიც ჩრდილოეთ საფრანგეთის მაგისტრალზე ავტომანქანით დევნის შემდეგ აიყვანა.
„ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი, ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ იგი აღნიშნული ნაბიჯით „დღეს თითქმის ოცნების ყველა პატიოსანი წევრის სათქმელს“ ამბობს, „ვისაც ადარდებს ის 2012 წლის გამარჯვება“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა დაჟინებით მოუწოდა სიმშვიდისკენ და განაცხადა, რომ ამერიკელები „არ უნდა წუხდნენ“ მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ურთიერთმუქარის განცხადებები გააკეთეს. ტილერსონი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ მას არ სჯერა, „რაიმე ახლო საფრთხის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.