შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ირანის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული მ.ქ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში „ვიზიტი” წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებას, აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საფრანგეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ფრანგი მოზარდი „ძალიან სახიფათო“ მდგომარეობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც მას ახალგაზრდულ ბანაკში ყოფნისას მეხი დაეცა.
ჰაკერებმა, რომლებმაც მოიპოვეს HBO-ს ცნობილი სერიალის სცენარის ტექსტი და სხვა მონაცემები, გამოსასყიდ თანხას ითხოვენ.
რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა, რომ იგი „ცეცხლს და მახვილს“ მიიღებდა თუკი ის ამერიკის შეერთებულ შტატებს დაემუქრებოდა, ფხენიანმა განაცხადა, რომ ის „ფრთხილად განიხილავს“ აშშ-ის წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე, გუამზე სარაკეტო დარტყმების გეგმებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა, რომ იგი „ცეცხლს და მახვილს“ მიიღებს თუკი ის ამერიკის შეერთებულ შტატებს დაემუქრება.
თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიის დიდ ნაწილზე სამშაბათ საღამოს, დაახლოებით 10 საათსა და 15 წუთზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიის დიდ ნაწილზე, ვერის სასაფლაოს სიახლოვეს ძლიერი ხანძარია. ცეცხლი მოდებულია მთაწმინდის ფერდობის საკმაოდ დიდ ფართობზე და სწრაფად ვრცელდება.
ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სასტუმრო, რომელშიც 2 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა და ევაკუირებულია 500 ადამიანი. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ პროვინციის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებული ომის 9 წლის თავზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.