იტალიის პოლიციამ 15 მოხალისე მეხანძრე დაკითხა, რომელთაც ბრალი ედებათ ხანძრის განზრახ გამოწვევაში იმ მიზნით, რომ შემდგომ მის ჩაქრობაში ფული აეღოთ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამგეობამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 200-200 ლარი გადასცა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის თემში გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ე.წ. ნიკურაძეების უბანში 2 კმ გზა დაიგება.
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის" აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი - ოქროს საწმისის ორდენით, ხოლო აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი გრეგ ალტონი, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ, სამუშაოები თავად დაათვალიერა.
ავსტრალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენლებმა, რომლებიც სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ, დაადგინეს ამერიკის სამხედრო საჰაერო ხომალდის ზუსტი ადგილმდებარეობა, რომელმაც ქუინსლენდის სანაპიროსთან განიცადა მარცხი და სამი ამერიკელი საზღვაო ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის დროს ოპერატიული მუშაობისთვის მეხანძრეებსა და მაშველებს მადლობას უხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი და საფლავები ყვავილებით შეამკეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.