საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში, პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო.
ლანჩხუთში გურიის ტურიზმის ფესტივალმა სტარტი აიღო. ლანჩხუთის გამგეობის ცნობით, მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების, მუზეუმების, ხელნაკეთი ნივთების, ადგილობრივი წარმოების ნიმუშების გამოფენა და ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა.
ხონის მოხალისეთა კლუბისა და ახალგაზრდული იდეის წევრებმა საჯარო მოხელეებთან ერთად გორდისა და კინჩხის ტურისტული ადგილები დაასუფთავეს.
თუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ბოჭორნაში ცოტა ხნის წინ მოხდა.
თბილისის მერი დავით ნარმანია დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, GWP-ს ოპერაციული მართვის დირექტორთან მამუკა კიკალიშვილთან და საბურთალოს გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად, მიხეილ ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე პლენარული სხდომის 26 ივლისს დანიშვნის თხოვნით მიმართავს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის პრეზიდენტს დღესვე მიმართავს.
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრობლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოში შემოსვლისას, პრაღის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის გამგებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. კუკური ჯამატაშვილს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული და გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს. დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის 12- კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასრულა. ახალი გზა გაივლის თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს შორის და ერთმანეთთან 15-მდე სოფელს დააკავშირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.