სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და 42 დაიჭრა ორშაბათს, დაახლოებით დილის 7 საათზე, მას შემდეგ რაც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დასავლეთ ნაწილში თალიბანმა ავტობუსს, რომელსაც სამთავრობო უწყებაში დასაქმებულები გადაჰყავდა, ავტომანქანა დაატაკა, რომელშიც ბომბი იყო დამონტაჟებული.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალურ ვიზიტად ისრაელს ეწვევა.
ამერიკის შტატ ტეხასში პოლიციამ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი დააპატიმრა მას შემდეგ, რაც ვოლმარტის მანქანების პარკირებაზე მისი სატრანსპორტო საშუალების უკანა ნაწილში 8 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.
იორდანიის დედაქალაქ ამანში ისრაელის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა. დაღუპულია სულ მცირე ერთი იორდანელი და სერიოზული ჭრილობა აქვს მიყენებული ერთ ისრაელელს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი "BLACK SEA ARENA"-ზე ქეთი მელუას კონცერტს ესწრება. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ივანიშვილი კამერების წინ პირველად გამოჩნდა. ივანიშვილი კონცერტზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარშის“ მხარდამჭერებმა, რომლებიც სკანდირებდნენ „მოღალტე“, „ევროპული საქართველოს“ მიერ მოწყობილი აქციის მონაწილეებს კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია აქციის მსვლელობისთვის.
საქართველოს საპატრიარქო მოუწოდებს „ქართული მარშის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციების გამართვისგან.
სოფელ სნოში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე 34 ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმროს „სნო“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ პატრიარქისგან ისწავლეს „ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე, რწმენა ფანატიზმის გარეშე“.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მის მშობლიურ სოფელ „სნოში“, სადაც 34 ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნა, განაცხადა, რომ აღნიშნული სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ „ვიღაცამ ისარგებლოს და მატერიალური სარგებელი ნახოს, ეს სასტუმრო აშენდა იმისთვის, რომ ნახოთ და გაიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.