საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში 13-14 ივლისს, ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა - თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობისთვის" წარმატებულს უწოდებს. 

სრულად...

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს ცვლილებათა პროექტს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონში, რომელიც ლიტერატურის დარგში პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის უმნიშვნელოვანესი, ეროვნული აღიარების მქონე ნაწარმოებების ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე წარდგენის შესაძლებლობას იძლევა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის შესახებ სპეციალური ბრიფინგი არმიჰოლში წარადგინა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა წვრთნებში მონაწილე ქვეყნებისა და ამ სწავლების სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

სრულად...

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატა, რაც პრემიერ მინისტრის თქმით, იმას ნიშნავს, რომ პედაგოგები, ექიმები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები დამატებით შეღავათებს მიიღებენ.

სრულად...

ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღვანდელ სხდომაზე გააკეთა.

სრულად...

ქართველმა სამხედრო ინჟინერ-მესანგრეებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. საზეიმო ცერემონია საინჟინრო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დაესწრო.

სრულად...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძე დააკავეს.

სრულად...

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა. 

სრულად...

ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები 5 ივნისს დაიწყო და აგვისტოს დასაწყისში დასრულდება.

სრულად...

აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც ქუთაისის აეროპორტს ერთდროულად 6 რეისის მომსახურების საშუალებას მისცემს, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი