სოფელ სნოში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე 34 ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნისას გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო, განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ „უამრავ ქარტეხილში ხელში აყვანილი და გულში ჩახუტებული გამოატარა ჩვენი ერი“.
დონალდ ტრამპის კომუნიკაციების ახალმა დირექტორმა ანტონი სკარამუჩიმ სოციალურ ქსელ „თვითერში“ მისი ის ადრინდელი განცხადებები წაშალა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის აზრებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.
თბილისის მერია „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებს აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად 23 ივლისს აქციის სხვა ადგილას ჩატარებისკენ მოუწოდებს, რადგან მათზე უფრო ადრე, 4 დღით ადრე, 17 ივლისს, მერიას რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის ჩატარების მოთხოვნით პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა.
თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარიძეებში საქართველოს ეროვნული გმირის, მფრინავ ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ბიზნესმენმა თამაზ სომხიშვილმა მფრინავ ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი პირადად გახსნეს.
ავღანეთის პოლიციის წარმომადგენლის სალამ ავღანის განცხადებით, პარასკევს ჰელმანდის პროვინციაში, მაშინ როცა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები სოფლის თალიბი მებრძოლებისაგან გაწმენდას ცდილობდნენ, შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმების შედეგად „16 ავღანელი პოლიციელი, მათ შორის ორი მეთაური იქნა მოკლული და ორი სხვა პოლიციელი დაჭრილი“.
ახალციხეში გამწვანების აქცია გაიმართა. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მერიის თანამშრომლებმა მიიღეს.
თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავტოავარიაში მოყვა. ზოდელავას თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალში“ ოპერაცია ჩაუტარდა.
თრუსოს ხეობაში 20 ივლისს ებრაელი ტურისტი დაიღუპა. თვითმხილველების განცხადებით, ტურისტი ხეობაში გაზის მილზე იდგა და სურათს იღებდა, რა დროსაც ხეობისკენ გადაიხარა, ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პარასკევს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მოითხოვა საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საგადასახადო ინფორმაციის „იგივე ფორმით გათქმა, როგორც ეს მოხდა ‘რუსთავი 2’-თან დაკავშირებით“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.