ხონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება. ხონის გამგეობის ცნობით, ამჯერად, 650 ოჯახის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის სამუშაოები სოფელ ივანდიდში მიმდინარეობს.
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
პირველი ვიცე პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს ფინანსური დავალიანება აქვს და მის გადახდასთან დაკავშირებით, მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ლურჯი „MAN"-ის ავტობუსები დღეიდან N14 და N21 მარშრუტებზე მუშაობენ. მომავალ კვირას მათ რიცხვს N140 შეემატება. ასევე, უახლოეს პერიოდში „MAN"-ის ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვება იგეგმება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს „ამბასადორიალი 2017”-ის მონაწილეები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვივნენ. სტუმრებს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა და უწყების მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ილია ელოშვილის განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფები გადაიხედება, თუმცა, მინისტრი ვერ აკონკრეტებს, მოხდება თუ არა, ტარიფების გაზრდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული ახალი პროგრამა არის მნიშნველოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგების მიხედვით, მაისში წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში, აღნიშნული განცხადება „ამბასადორიალი 2017"-ზე პირველმა ვიცე პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დაიკითხება. როგორც მან ჟურნალისტებს დაკითვაზე შესვლამდე განუცხადა, „მე პირველად დავიკითხე ჩემს მიერ სატელევიზიო ეთერებიდან გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე და მზად ვარ, სასამართლოს წინაშეც იგივე გავიმეორო. მზად ვარ, იგივე დავადასტურო, რასაც ვამბობდი ტელევიზიის საშუალებით".
სამართალდამცავებმა 1989 წელს დაბადებული ზ.მ. და 1992 წელს დაბადებული ბ.დ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.