პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან დებატებზე თანახმა იყო, თუმცა, მათივე შემოთავაზებაზე მივიღეთ უარი, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სრულად...

მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები, დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს კონსტიტუციის უკეთესი ვერსია, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

სრულად...

ახალციხის ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად ათვისების ინიციატივით გამოდის ქალაქის მერი ვლადიმერ ზედგინიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როცა რაბათის ციხის დასათვალიერებლად ახალციხეში უამრავი ტურისტი ჩადის, მიზანშეწონილი იქნებოდა რაბათის დასახლების მეორე უბნის კეთილმოწყობაც „ძირძველი ქართული სტილით - იმ მესხური დარბაზებით, რაც დამახასიათებელი იყო ამ უბნისთვის“.

სრულად...

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განხილულიყო, უარი თქვა.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა შს მინისტრთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეხვედრისას აქტუალურ საკითხებზე შეკითხვები დაისვა.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების" ოფისში შს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განაცხადა, შეხვედრა გუნდის გადაწყვეტილებით შედგა.

სრულად...

პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სრულად...

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის ჩატარების მოთხოვნასთან დაკავშირებით შეგროვებული ხელმოწერების ნაწილი წარმოადგინა. 

სრულად...

მმართველი გუნდი შეთანხმდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის საარჩევნო ბარიერი 5%-იდან 3%-მდე დაიწევს, 2020 წელს ძალაში დარჩება შერეული - პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს არის და ქვეყანა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს გადავა. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი გზით მოხდება და სახელმწიფოს მეთაურის არჩევის დღეს არსებული წესი 2023 წელს შეიცვლება.

სრულად...

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ  19 ივნისს ახმეტის,  თელავის, ყვარლის და  გურჯაანის მუნიციპალიტეტებში  710 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში  ღრუბლის მასები სრულად გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 60-ზე მეტი  რაკეტა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი