უმსხვილეს ბრიტანულ ბანკს, Barclays-ს და მისი აღმასრულებელი ორგანოების 4 ყოფილ ხელმძღვანელ პირს ბრალი დანაშაულებრივ კონსპირაციაში წაუყენეს. საუბარია თაღლითობის ჩადენასა და უკანონო ფინანსური დახმარების უზრუნველყოფაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 საჯარო მოხელე და კერძო კომპანიების ხელმძღვანელები დააკავეს.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლობის შტაბბინაში დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ასეულმა საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღო.
„კონსტიტუციურ მონარქიას სერიოზული პლიუსები აქვს. შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ ამაზე. თუ საქართველოში იქნება შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ ასეთი მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდეს, ამაზე ფიქრი შესაძლებელია“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას.
ევროკავშირის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მაიკლ ბარნერმა, დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ბრექსიტისგან“ „არსებითი“ შედეგები იქნება.
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს, ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.
ამერიკელი სტუდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში 17 თვის განმავლობაში იყო დაპატიმრებული, ორშაბათს ცინცინატის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მისმა მშობლებმა გაავრცელეს. კომურ მდგომარეობაში მყოფი ოტო უომბიერი ფხენიანმა სულ რამდენიმე დღის წინათ გაათავისუფლა პატიმრობიდან
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამა „კურიერის“ მთავარი გამოშვების წამყვანმა, ზაალ უდუმაშვილმა პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ თავად გამოაცხადა 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასასრულს.
მამაკაცი, რომელიც ლონდონში, Finsbury Park -თან ტერორისტული აქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილის სახით არის დაკავებული, ქალაქ კარდიფის მკვიდრი, 47 წლის დარენ ოზბორნია. ამის შესახებ BBC იუწყება.
მამაკაცი, მას შემდეგ რაც მან ორშაბათს, საფრანგეთის დედაქალაქის შანზე-ლიზეს სავაჭრო რაიონში პოლიციის სატრანსპორტო საშუალებას ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი ავტომანქანა შეაჯახა, მოკლული იქნა. მისი ავტომიბილის შეჯახებამ კი აალებადი აფეთქება გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.