სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში თავისუფლების ქუჩის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც Guardian.ge-ს სიღნაღის გამგეობიდან აცნობეს, სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, 960 მეტრზე ასფალტ-ბეტონის საფარი და ბორდიურები მოეწყობა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწისა და სოფელ ნაგვაზაოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაიგება 3,905 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა დამხმარე ნაგებობი - ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემები, მილხიდები და სხვა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 45 ოჯახს სახურავი და სხვა სახის სამშენებლო მასალა გადაეცა.
თურქული მედიის ცნობით, სტამბულის პოლიციამ მოქალაქეებისთვის თანხების გამოძალვის ბრალდებით, საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავა.
ადამიანები, რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინა ივანიშვილს და „ვენოკებით” დადიხართ, ხელმოცარული კუდიანები ხართ, წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი.
ალჟირის სასამართლომ მამაკაცს მისი ბავშვის ფანჯარაში იმის გამო გადმოკიდებისთვის, რომ „ფეისბუქზე“ „მოწონებები“ მოეპოვებინა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეკატერინა ზახარიევასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
Manchester United-ის მენეჯერს, ჟოზე მოურინიოს ესპანეთის პროკურორებმა, რომლებიც მისი „მადრიდის რეალში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდს იძიებენ, გადასახადების დამალვაში დასდეს ბრალი. ამის შესახებ BBC იუწყება.
საქართველოს ჰყავს აბსოლუტურად უთავმოყვარეო და მატყუარა ხელისუფლება. დღეს გამოჩნდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების და ლიდერების სიტყვას აქვს ჩალის ფასი, მათ არ რცხვენიათ თვეების განმავლობაში ილაპარაკონ ერთი და გადაწყვეტილების მიღების დროს გამოაცხადონ მეორე, ეს არის სამარცხვინო და თავმოყვარე ერი ამას არ უნდა იტანდეს, აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.