შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ორშაბათს სამუშაო თათბირი ჩაატარა.

სრულად...

რუსეთის ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის, მოქალაქეებისთვის არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობის მოწოდებებისთვის (კანონის განმეორებითი დარღვევისთვის) 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. იგი მისი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან ორშაბათს მოსკოვში დაგეგმილი არასანქცირებული ანტი-კორუფციული დემონსტრაციის გამართვამდე დააკავეს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა და NDI-ის დელეგაციას სადილზე უმასპინძლა.

სრულად...

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დღის განმავლობაში სამ სხვადასხვა ადგილას - თბილისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ხეივანში, პეკინის გამზირზე და მცხეთის მუნიციაპლიტეტის სოფელ წეროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც დაკავებულია ოთხი პირი.

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული ზარალის დამთვლელი მუდმივი კომისია 10 ივნისს უხვი ნალექის მოსვლის შედაგად მიყენებული ზიანის დასადგენად მუშაობს.

სრულად...

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის თქმით, მათი მოვალეობაა „ჯარის მეთოდური განადგურების და დეგრადაციის შესახებ“ მათ ხელთ არსებული „რეალური ინფორმაცია“ საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტს აცნობოს“.

სრულად...

უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის და ღელეების ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დააზიანა ბონდის ხიდი და საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.

სრულად...

ნიუ იორკის ყოფილმა წამყვანმა ფედერალურმა პროკურორმა პრი ბჰარარამ გაამჟღავნა, რომ იგი დონალდ ტრამპმა სამსახურიდან მას შემდეგ დაითხოვა, რაც მისგან რამდენიმე უჩვეულო სატელეფონო ზარი მიიღო.

სრულად...

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ბირჟა მაფიას“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გამყარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი