საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

სრულად...

„ერთ-ერთი ბიზნესმენი“, რომლის გატაცებასა და სავარაუდო გამტაცებელთა დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინიტრომ გაავრცელა, სამშენებლო კომპანია „სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძეა, რომელსაც გამტაცებლები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით სოლიდურ თანხას - შსს-ს ცნობით 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.

სრულად...

საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული შეხვედრა ოფიციალური ლანჩის ფორმატში გამართეს.

სრულად...

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი საქმიანობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიის, „მექანიზატორის“ დირექტორის მოადგილის პოსტზე განაგრძობს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვერდის ოფიციალური ცერემონია ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

სრულად...

მიმდინარე წლის 10-11 ივნისის ღამის საათებში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. სეტყვის მარცვლის მოსალოდნელი ზომა 48 მმ-მდემერყეობდა. კახეთის 8 რაიონში რაკეტებით დამუშავდა 4128 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. გასროლილი იქნა 500-მდე რაკეტა.

სრულად...

„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონული ოფისის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან JICA-ს ადგილობრივი წარმომადგენლობა რეგიონს საქართველოდან დაფარავს, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს“, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.

სრულად...

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1977 წელს დაბადებული დ.ბ., 1973 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1980 წელს დაადებული ნ.კ. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

ზაზა ფაჩულიას ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონობას ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

სრულად...

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია. იგი პირველი ქართველია, რომელმაც NBA -ის საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი