პოლონეთის პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ.ა. ნარკოდანაშაულისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში დააკავეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერისა და საგარეო უწყების პირველი პირის შეხვედრა გაიმართა.
შეერთებული შტატების სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოებისათვის, ვიდრე ISIS და სენატმა მოსკოვის წინააღმდეგ მხარი უნდა დაუჭიროს შემდგომ სანქციებს კრემლის მიერ აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზის სიახლოვეს, ვერსალში მის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე ითქვა, სხვა საკითხებთან ერთად განხილვის თემები სირიასა და უკრაინაში კონფლიქტები იყო.
რუსეთის დედაქალაქში ორშაბათს, ქარიშხლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამ წუთებში რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გრანტების მოძიებაზე ხელშეკრულება დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობით გააფორმა.
დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული რ.ჟ. და 1983 წელს დაბადებული ბ.ჯ. თბილისში, შარტავას ქუჩაზე დააკავეს.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 28 მაისს კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 1000 კმ2 საერთო ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაამუშავა, რისთვისაც 35 რაკეტა იქნა გასროლილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.