ჩრდილოეთ კორეამ, ორშაბათს, ახლო მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც მისი აღმოსავლეთ სანაპიროს სიახლოვეს დაეშვა. კვირას კი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ახალი ანტი-საავიაციო იარაღის სისტემის ტესტირებას გაუწია ზედამხედველობა და მისი მასობრივი წარმოების და მთელ ქვეყანაში განლაგების ბრძანება გასცა.

სრულად...

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (სტრასბურგის სასამართლოს) მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების დასრულების შემდეგ იმ 5 კანდიდატის ვინაობა გახდა ცნობილი, რომელთაც კომისია საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

სრულად...

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის - „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მუზეუმში საჯარო, სამხატვრო და სხვა სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები და მათი პედაგოგები შეიკრიბნენ.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების მისისიპის შტატში წინა ღამით მომხდარმა სროლებმა 8 ადამიანის, მათ შორის ადგილობრივი შერიფის მოადგილის, 36 წლის ულიამ დარის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

სრულად...

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპა უკვე „სრულად ვერ იქნება მინდობილი“ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთზე, მას შემდეგ რაც პრეზიდენტად დონალდ ტრამპია არჩეული და „ბრექსიტი“ სახეზეა - ბრიტანეთი ევროკავშირიდან გადის.

სრულად...

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი მძლავრი, მომუჭული ხელის ჩამორთმევა დონალდ ტრამპთან „არ იყო მიამიტი“ და იყო „სიმართლის მომენტი“.

სრულად...

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში ასამბლეა ხაზს უსვამს რა იმ ფაქტს, რომ „ალიანსის თანამშრომლობა საქართველოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად“, მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს:

სრულად...

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილე დელეგაციების წევრებთან და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრთან, ბექა ოდიშარიასთან ერთად შიდა ქართლში მდებარე სოფელ ოძისში, ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა.

სრულად...

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ნიკონოვის რეპლიკას უპასუხა. ნიკონოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი საქართველო და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდნენ, თუმცა წინააღმდეგია საქართველო-უკრაინის ნატოში ინტეგრაციის.

სრულად...

20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა სირიის ქალაქ რაყას რაიონში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ სირიის საინფორმაციო სააგენტო „სანა“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი