ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძეს და ახლო მრჩეველს, ჯერედ კუშნერს, სულ მცირე სამი, მანამდე გაუმჟღავნებელი კონტაქტი ჰქონდა რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშშ-ში სერგეი კისლიაკთან, როგორც 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის, ისე მის შემდგომ პერიოდში. აღნიშნულის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსს“ შეერთებული შტატების შვიდმა ამჟამინდელმა და ყოფილმა ოფიციალურმა პირმა უთხრა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს, ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო კომისიის და ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა.
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, დუშეთის მუნიციპალიტეტშიც განსაკუთრებულად აღინიშნა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა. ცაგერის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სახალხო ზეიმს მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ბაქარ ყურაშვილი, მათი მოადგილეები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
დიახ, მიმაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა ისეთი მასშტაბის ფორუმის საქართველოში გამართვა, როგორიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაა!.. მაგრამ, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან თუ კვლავაც ასე ცალმხრივად, „სააკაშვილის სტილში“ გაგრძელდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემისადმი დაკავშირებული პოლიტიკური სტრატეგია, მაშინ ამას აუცილებლად მოყვება რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსია.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მარტვილის მუნიციპალიტეტში კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს თერჯოლის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
ადიგენში ლოზუნგით, „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ადიგენის გამგეობის ცნობით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაბა ადიგენის სპორტულ მოედანზე გაიმართა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიღნაღის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადსხვა კუთხიდან ჩამოსულმა შვიდმა საბავშვო თეატრმა ზღაპრებისგან შექმნილი სპექტაკლები წარმოადგინეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა თბილისის სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ისთ ფოინთში“ აღნიშნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.