პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯერედ კუშნერი, თეთრი სახლის მთავარი მრჩეველი, რუსეთის საკითხზე მიმდინარე ძიებასთან დაკავშირებით, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) გულდასმითი განხილვის ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post -ი და NBC ავრცელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმის არსებით განხილვას 2017 წლის 29 ივნისს დაიწყებს.
ბრიუსელში, NATO-ს ახალი შტაბ-ბინის გახსნის ცერემონიაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელის უხეში კვრით გვერდზე გაწია მონტენეგროს პრემიერ მინისტრი და მოწინავე პოზიციაზე დადგა. ამით კი მან NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს აგრძნობინა, რომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია მთავარი ძალა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.
ზემო სვანეთში კონსტიტუციის პროექტის განხილვისას საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“, ვიქტორ ჯაფარიძემ ზემო და ქვემო სვანეთის ერთიანი სამხარეო ადმინისტრაციის შექმნის იდეის მიზანშეწონილობის საკითხი დააყენა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბაშში იმყოფებოდა.
საბერძნეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ლუკას პაპადემოსმა ათენში, მისი ავტომანქანის შიგნით მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანება მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში გაერთიანებული პროფკავშირების წევრებს შეხვდა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვალერი ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 მაისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0096 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.