დღეიდან, 11 მაისიდან, დუშეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, მუნიციპალიტეტში იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის პრეზენტაცია დუშეთში, 11 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება. 26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ეყოლება
მოსალოდნელია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ კომერციულ ავიარეისებზე ლეპტოპების აკრძალვა გააფართოოს და მასში ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც იყოს მოცული, მაგრამ ის ახლა განიხილავს საკითხს, თუ როგორ იქნას დაზღვეული იმისაგან, რომ ბარგში შენახული ლითიუმის ელემენტები არ აფეთქდეს ჰაერში. ამის შესახებ „როიტერსი“ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან შეხვედრაზე მოსკოვის და ვაშინგტონის საერთაშორისო არენაზე ურთიერთქმედების საკითხები განიხილა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები KFW- გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა ტყიბულში. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი შრომითი უსაფრთხოების დასაცავად“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამართალდამცავებმა ხანდოს ხეობაში აქციის 6 მონაწილე დააკავეს. ხეობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა გააპროტესტა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას ეხმაურება.
ევროპის დღეების ფარგლებში, ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის, ქალაქ ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა დავითიანისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის IX-XII კლასების ქართველმა და აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა სამხედრო ქვედანაყოფში ერთი დღე გაატარეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 მაისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0008 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.