უბედური შემთხვევა ტყიბულში - ქვანახშირის მომპოვებელ მინდელის შახტაში 4 მეშახტე სიმაღლიდან გადმოვარდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს ხვდება.
„კონსტიტუციაში პრეზიდენტი იქნება უმაღლესი მთავარსარდალი, რა თქმა უნდა, ნათქვამია, რომ ეს სტატუსი შენარჩუნებულია, თუმცა, არც ერთი ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა უნდა განახორციელოს, ფაქტიურად აღარ არის შენარჩუნებული", პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში გააკეთა.
სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც ამას ეგზიტპოლები აცხადებენ, 41.4%-ით მუნ ძე-ინმა გაიმარჯვა. კონსერვატორმა ჰონგ ცუნგ-პიომ კი, ხმათა 23.3% მიიღო.
საქართველოში ორი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 24კმ-ში, სოფელ ფოკადან 8კმ-ში დაფიქსირდა.
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 72 წელი გავიდა. ვაკის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა, მათ ღვაწლზე ისაუბრა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მოინახულეს და გამარჯვების 72-ე წლისთავი მიულოცეს.
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღნიშნეს. ახალციხის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ, სამხარეო და მუნიციპალური ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა, მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორი უნდა იყოს ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის სისტემა და როგორ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება, როგორი თვითმმართველობა გვსურს, როგორი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის სისტემა, - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს ის თემებია, რომელზეც დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მოსკოვის ყოფილი მერისა და ე.წ. ღამის მგლების წევრი ბაიკერების საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.