დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ადგილობრივ ვეტერანებს უმასპინძლა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და მუნიციპალიტეტის სახელით დაასაჩუქრა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგურმა „წერეთელმა“ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა და მგზავრების მიღება დაიწყო.
შსს-მ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, მუნ ძე-ინმა ფიცი დადო და პირველი საპრეზიდენტო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ მისი საზრუნავი ქვეყნის ეკონომიკა და ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობები იქნება. მან თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ფხენიანში ვიზიტზეც არ იტყოდა უარს.
თბილისში, რუსთაველის თეატრთან ამ წუთებში სამაშველო სამსახურია მობილიზებული. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თეატრის შენობის სახურავზე მამაკაცი იმყოფება, რომელიც გადმოხტომას აპირებდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგურმა „წერეთელმა“ მგზავრების მიღება დროებით შეწყვიტა, რადგან ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა გოგოჭური ამხილეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება და შახტაში მომუშავეთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის წევრს, სენატორ ტომ კოტონს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.