საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ს სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.
ახალციხის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, ქალაქის ცენტრალურ პარკში კედარის ხის ნერგები და ვარდები დარგეს. ინფორმაციას და ფოტომასალას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
სამხრეთ კორეელები ახალ პრეზიდენტს ირჩევენ მას შემდეგ რაც დიდი კორუფციული სკანდალის გამო პარლამენტმა ყოფილი ლიდერი პარკ ჟინ ჰე იმპიჩმენტით გადააყენა და ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლის ოვალურ ოფისში საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ თვითერზე დაწერა: „მქონდა პატივი დღეს თეთრ სახლში მიმეღო საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად“.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ „ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა“, რომელზეც ქართულმა მხარემ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნირობის გაღრმავების „ძალიან მყარი გარანტიები“ მიიღო.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს ხვდება. ინფორმაციას და ვიდეომასალას კვირიკაშვილის ადმინისტრაციის პრესსასმახური ავრცელებს.
ახალქალაქის და ნინოწმინდის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეტლები გადასცა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გია მიქელაძემ და გამგებელმა, ვალერიანე ფოცხვერიამ იანეთი-ჯიხაიში-ხონის დამაკავშირებელი მაგისტრალის ნაწილობრივ აღდგენილი გზა მოინახულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.