ჩემთვის უდიდესი პატივია, ვუმასპინძლო ჩემს უნგრელ კოლეგას საქართველოში და დელეგაციას ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიზნობრიობა შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ და გამოიძიონ.
„ევროპული საქართველო" ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცებამდე, პრეზიდენტის არჩევის წესთან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს.
საქართველოსა და უნგრეთის სექტორული თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერდება, რაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებებით დასტურდება, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და უნგრეთის პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით გაიმართულ გაფართოებულ შეხვედრაზე აღინიშნა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტს (RUSI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი იყო საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები.
თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონებში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა და საქართველოს ექვსი მოქალაქე, სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) ესტუმრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.