საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციას მასპინძლობს, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი შესაძლოა აიკრძალოს.
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაბთაი ცურს შეხვდა.
ბანგლადეშში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეხვედრა ფიჯის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ჯიკო ლუვენთან გამართა.
ბანგლადეშში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბუტანის ზედა პალატის თავმჯდომარეს, სონამ კინგას შეხვდა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის“ დღეს თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიხსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 5 პირი დააკავა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო მთის კურორტების განვითარებისთვის საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავს.
„საქართველოს ნამდვილად გააჩნია ყველა პოტენციალი იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე მედიასთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.