თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი გარდაბნის გზატკეცილის კაპიტალური აღდგენის სამუშაოებს გაეცნენ.
გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებასთან გურამ რჩეულიშვილის ახლობლები და მეგობრები იკრიბებიან.
გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინათ გამოაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი მელაშვილი დააკავეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციის მნიშვნელობა შეაფასა და მას ისტორიული ფორუმი უწოდა.
მინდა, მოგილოცოთ „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ გაფორმება, რადგან ამ შეთანხმებით ევროპა აღიარებს საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს შორის შეთანხმების ხელმოწერას.
2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი დაახლოებით 85%-ით გაიზარდა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა დადებით სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა.
საქართველოს მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მუშაობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, შეუერთდეს აქციას - „გაახარე შენი ბზა!“ პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თხოვნით მიმართა საქართველოს მოსახლეობას, თავი შეიკავონ „წითელი ნუსხით“ დაცული კოლხური ბზის მოჭრისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოიყენონ მის გასამრავლებლად.
ქუთაისში როგორც თვითმფრინავით, ისე მატარებლით ჩასულ მგზავრებს ერთმანეთთან საფეხმავლო ბილიკი დააკავშირებს, - ქუთაისის აეროპორტში სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების - სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია, პრემიერ მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.