თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილი საკრებულოში ქ. თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ლილუაშვილთან ერთად ბეტონის ნაკეთობათა საამქროში იმყოფებოდა, სადაც გამგეობის მიერ ელექტრონული ტენდერით შეძენილი დასაწყობებული სამშენებლო მასალა სახლდაზიანებულთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 38 ოჯახს გადაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, მეტეხის ხიდთან ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა.
თბილისში, მეტეხის ხიდთან პოლიცია მუშაობს - სამართალდამცავებმა გზა გადაკეტეს, მიმდებარე ტერიტორიიდან კი, მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „რადისონში“ PWC-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 აპრილი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0056 პუნქტით გაუფასურდა.
როგორც ცნობილ ფილმშია ნათქვამი, ომამდე ტანკისტი ვიყავიო, მეც შემიძლია გითხრათ, რომ „წინა ცხოვრებაში“ ვიყავი ექიმი და ასეთი კლინიკები რომ ყოფილიყო ჩემი სტუდენტობის დროს, ვინ იცის, იქნებ ჩემი პროფესიით მემუშავა მთელი ცხოვრება, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში „გაგუას კლინიკის“ გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე კლინიკა - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა.
სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საქართველოში სამუშაო ვიზიტად ნორვეგიის სამეფოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაური, კონტრადმირალი ნილს იოჰან ჰოლტე იმყოფება.
საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციას მასპინძლობს, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.