თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მამაკაცს ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის წინადადების განხილვა დაიწყო, რომელიც იეჰოვას მოწმეების აკრძალვას და მათ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ითხოვს.
იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც მექსიკის საზღვრიდან შეერთებულ შტატებში შესვლისას იქნენ დაპატიმრებულნი, 17 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად ჩოლაბურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასასვლელი გზის მოწყობის შესაძლებლობა განიხილა.
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ოვალური თარგის მიწის სამუშაოები დასრულდა. დედაქალაქის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე პროექტით გათვალისწინებული გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
სენატში ირლანდიის მთავრობის წარმომადგენელი ევროკავშირის საკითხებში, სენატორი ნილ რიჩმონდი საქართველოს შესახებ ვებ-გამოცემა sluggerotoole-ზე განთავსებულ საკუთარ ბლოგზე საქართველოსთან ირლანდიის ბიზნესშესაძლებლობების არსებობაზე წერს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იან კელის შეხვდა.
8 აპრილს, დილის 11:00 საათზე ასპინძის მუნიციპალიტეტის რაგბის ბაზაზე შპს „რაგბის მხარდამჭერთა ალიანსი R-15“-ის მხარდაჭერით სარაგბო ფესტივალი ტარდება, რომელშიც 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, - ჯილდო ტალებ რიფაის საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე გადასცა.
მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო. დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი ერთადერთი მოთხოვნა კათოლიკოს-პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.