მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობის მეთაურის მოადგილეს ადმირალ მანფრედ ნილსენს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მოჰამედ აშრაფ-ღანის შეხვდა.
დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ არის.
მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენცია გაიხსნა. წელს კონფერენციის დღის წესრიგშია - ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს მომავალი; ევროპის სახელმწიფოებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა; რუსეთთან ურთიერთობა; სირიაში მიმდინარე მოვლენები და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.
ამ სამარცხვინო ეპიზოდით ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საკუთარი რეკორდი მოხსნა, - აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესა და მთავარი პროკურატურის განცხადებებზე გააკეთა.
„ევროპული საქართველო" მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ცოტა ხნის წინათ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, იმისთვის, რომ ირაკლი შოთაძე გადადგეს, დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას და მათი წარმომადგენელი მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნას საპროკურორო საბჭოში დააყენებს.
თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის“ ერთკვირიანი კურსი დასრულდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანს, აჰმედ აბულღეითს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.