ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კოალიციური ძალების საერთაშორისო კულტურული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტონი ბლეერი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, მისი „მისიის“ შესახებ გამოაცხადებს და შეეცდება დაარწმუნოს ბრიტანელები შეიცვალონ თავიანთი აზრი „ბრექსიტთან“ დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ბერლინში გაკეთებულ განცხადებას აფასებს.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პისტოლეტის სისტემის სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში პირველობა გაიმართა.
რუსმა ოკუპანტებმა სამეგრელოში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, მეორემ კი გაქცევა შეძლო.
ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით საიუბილეო მიღება გაიმართა. დამოუკიდებლობის აღდგენის 99-ე საიუბილეო წელი ლიტვის სახელმწიფოს და ლიტველ ხალხს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ღონისძიებისადმი მიღძვნილ მიღებაზე მიულოცა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არჩეულმა კანდიდატმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის თანამდებობაზე, გადამდგარმა ვიცე-ადმირალმა რობერტ ჰარვარდმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისათვის, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
შსს–ს თანამშრომლებმა 1948 წელს დაბადებული გ.უ. და 1942 წელს დაბადებული ა.უ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.