მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ჩაფიძის კლინიკის დირექტორმა, ზაზა ლაზარიშვილმა გააკეთა.
მამა გიორგი მამალაძეს ვიცნობ როგორც ძალიან კარგ მოძღვარს, თავდადებულს, - აღნიშნული განცხადება ბერლინში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, დიმიტრი შიოლაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან" საუბრისას გააკეთა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე, 46 წლის რი ჩენ კოლი დააპატიმრეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური მთავარი პროკურორის გადაყენების შესახებ „ევროპული საქართველოს" მოთხოვნას ეხმაურება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი დევიდ არმიტიჯი, რომელმაც გასულ კვირას ახალი წიგნი - „სამოქალაქო ომები: ისტორია იდეებში“ - გამოაქვეყნა, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო წუხს. თავის წიგნში იგი წერს, რომ „დემოკრატიული პოლიტიკა მსოფლიოს გარშემო ახლა, ისე როგორც არასდროს, წააგავს სამოქალაქო ომს სხვა გაგებით“ და ამის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები მოჰყავს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კმ-ზე, მშრალ ხევზე, ახალი ხიდი შენდება.
სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ნ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავეს.
დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს.
„რუსთავი 2” გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე, - აღნიშნული განცხადება სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტმა, ზაალ უდუმაშვილმა „კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.