სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის, რომელიც საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხებზე მუშაობს, წევრთა უმრავლესობამ ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედების საკითხს მხარი არ დაუჭირა.
ქართველი ვიცე პოლკოვნიკი პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი ცერცვაძე უკრაინის სახალხო დამცველს, ვალერია ლუტკოვსკას შეხვდა.
ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმეზე დამდგარი რეალობიდან გამომდინარე, არა მგონია შეკითხვა შს მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე რელევანტური იყოს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხებზე მუშაობს, დღეს პირველ სხდომას მართავს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე და ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე ქობულეთის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსთან ერთად, ხანდაზმულთა რესურსცენტრის მესვეურებს შეხვდა, ნინოობა მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ასპინძაში მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის შენობის სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი ექვსი მილიონი ებრაელის, ბოშების, პოლონელების, სერბების, ფერადკანიანების, „არაარიელობის“ ნიშნით გამორჩეული მილიონობით სხვა ეროვნების ადამიანის, მათ შორის, მილიონნახევარი ბავშვის ნათელ ხსოვნას", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის წერილში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურა უკანონოდ მსჯავრდებული 4 პირის საქმეს გადასინჯავს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.