რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ზვავსშიშროების გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ57 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ქობულეთში გადაუღებლად თოვს. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ ანკარაში ვიზიტისას, ქვეყნის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდგომ განაცხდა, რომ თურქეთმა „უნდა შეასრულოს ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ". აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი" ავრცელებს.
კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ სოციალური მედიის მეშვეობით განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ 7 ქვეყნიდან სადაც უმრავლესობას მუსულმანები შეადგენენ, ლტოლვილებისა და ემიგრანტების აშშ-ში შეშვების აკრძალვას ემიჯნება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა შაბათს რამდენიმე სატელეფონო ზარი განახორციელა მსოფლიოს ლიდერებთან, მათ შორის, ვლადიმერ პუტინთან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი „არ ეთანხმება" დონალდ ტრამპის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, საემიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება და ლტოლვოლებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ და ბრიტანეთი უჩივლებს შეერთებულ შტატებს, თუკი ტრამპის ბრძანება უარყოფთ გავლენას მოახდებს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებზე.
შეერთებული შტატების მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, ვიზის მფლობელებისა და ლტოლვილების დეპორტაცია დროებით შეჩერებულია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქობულეთში დიდთოვლობაა. თოვლის საფარი ქალაქში 40 სანტიმეტრია, მაღალმთიან სოფლებში კი 60-70 სანტიმეტრამდე აღწევს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრომაციით, ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ე.ბ., 1988 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ფ.ე. და საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.