თბილისში, დიდუბეში რკინიგზის გადასასვლელთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სრულად...

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება. საქართველოს პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, დიდ ლილოში ამოქმედდება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო, სადაც 3,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცემა 1 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი. 

სრულად...

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

სრულად...

საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება - გადაწყვეტილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა დონალდ ტრამპს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო იყო და რჩება აშშ-ის მთავარ მოკავშირედ რეგიონში. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

სრულად...

საქართველოს მასშტაბით, 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება განხორციელდება, - გადაწყვეტილებას, ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებიდან, ამ მიზნით, 20 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

სრულად...

ჩვენ უნდა მივიღოთ ქვეყნის საჭიროებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მქონე კონსტიტუცია, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრეს კანონში ცვლილებებზე საზოგადოების ფართო შემადგენლობა მუშაობს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ესპანეთსა და დავოსში სამუშაო ვიზიტები შეაფასა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

სრულად...

ევროპის საპარლამენტო ასამბლეას მეორე ვადით, პედრო აგრამუნტი უხელმძღვანელებს. სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღეს პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები აირჩიეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი