საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე ზრდის. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც სებ-მა გაავრცელა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და გასახლების სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს, - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა, ნუგზარ წიკლაურმა და ბესო წერედიანმა ისაუბრეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორი-ვარიანი-ცხინვალის საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნინო კალანდაძე სტრასბურგში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურების ჩავარდნას ეხმაურება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა.
„სასაზღვრო პოლიცია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, მისი ინსტიტუციური განვითარება და თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს", - აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დღეს კინოლოგიის ცენტრის გახსნაზე გააკეთა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე კინოლოგიის ცენტრი გახსნეს.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე სტრასბურგში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურების ჩავარდნას ეხმაურება და მომხდარს „ჭკუის სასწავლებელისა და დასაფიქრებელს" უწოდებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მხრივ „დიდი დღეა", რაც აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებასთან დაკავშირებით მის დაგეგმილ განცხადებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.