საქართველო და შვედეთი - თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში არასტაბილურ მსოფლიოში - ამ სახელწოდებით გაიმართა სტოკჰოლმის ანალიტიკურ-კვლევით ცენტრში დისკუსია, რომელშიც საქართველოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრები ლევან იზორია და პიტერ ჰულტქვისტი მონაწილეობდნენ.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო იძლევა გარანტიას, რომ ქართველი სამხედრო ვიცე პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე აპელაციაზე გათავისუფლებული იქნება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სკანდინავიის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ლევან იზორია ფინეთის შემდეგ შვედეთის სამეფოს ეწვია.
თუ უკრაინა გადასცემს გია ცერცვაძეს რუსეთს, გია ცერცვაძე იქედან ცოცხალი არასოდეს არ დაბრუნდება, - აღნიშნული განცხადება ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის მეუღლემ, ტატიანა მესხმა „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" გააკეთა.
დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა სპექტაკლი დადგეს. სპექტაკლი ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრში „ბრიტანეთის კუთხეში“ გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს პრემიერ მინისტრისადმი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჯოზეფ დაულის დღევანდელ მოწოდებას ეხმაურება და განმარტებას აკეთებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ვეტერანებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება ის ძირითადი თემებია, რომელიც გენერალულ შტაბში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ცერცვაძის საქმეზე განცხადება გააკეთა. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ქართველი მებრძოლების შესახებ ინფორმაცია რუსეთმა საქართველოს მთავრობისგან მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.